მე ვარ გაორებული..
მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული. მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული... მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული. მე ვარ გაკვირვებული! - დიდად გაოცებული... მე ვარ გაასებული, გამილიონებული... მეჩვენება მწევრები... და... სიკვდილის ნაბული... მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული! - მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი! ბოლოს მაინც ერთი ვარ - შენგან გაორებული, და შენ - ხსნა და ნუგეში - ისევ გვერდით მეგულვი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი