მე რომ მე ვარ..
- მე რომ მე ვარ - შოთას ყმა - მე რომ მე ვარ, მეც კი ლამის შოთას ვარჩიო დუბლი მისი - მესხი! ფრესკის ანგელოსების მიყვარს არაბესკი... მეც ქვეყანას ასე ვყოფ: მესხი - არა მესხი! ცნობამიხდილს მკერდზე რომ ლომის სისხლი მასხია! ვინ ვიყავი! რომელი! ალბათ - ვინმე მესხი! - მეწყინება, იცოდე მეწყინება, მეწყი... - ვინ მე - ვიღაც მესხი და ვინ ის - ვინმე მესხი... - მხოლოდ მესხურს, აწაურს ვეწაფები მეც ხილს... და ხალათზეც იმ ხილის ავაწყვიტავ მეც ღილს... - მეწყინება, იცოდე, მეწყინება, მეწყი... ვინ მე - ვინმე მესხი და ვინ ის - ვინმე მესხი...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი