ნეტავი ადამს ევასთვის..
ნეტავი ადამს ევასთვის თუ გაუსინჯავს სიცხე, ან ევას ადამისათვის გაუზომია წნევა! ცხოვრობდნენ ორნი. მარტოკა. ერთმანეთისთვის. მშვიდად. ევას უყვარდა ადამი. ადამს უყვარდა ევა. და რაკი იყო ო რ ი, არ არსებობდა ჭ ო რ ი! სად იყო ადიულტერი და ის - მესამე. შტერი. ვერ გაგვიგია ფასი ტყუილისა და მართლის - გვშურდეს თუ არა მათი... გვწამდეს თუ არა მათი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი