ოქროს მაგიერ..


ოქროს მაგიერ -
ინფარქტები მიგროვებია!
მერე რა, რომ ეს ინფარქტები -
მიკროებია!
ვერ მივაგენი სიზმარშიაც
განძი მაკენის!
სამაგიეროდ, სიყვარულო,
შენ მოგაგენი!
შენი ხმა - ჩემი ერთადერთი
ელდორადოა!
ამ ხმის პატრონი - უქონელი
ვითმ რატოა!
მე ოქროების მიყვარს ცქერა -
მათი გროების!
შენგან დამართულ ინფარქტების -
სულ მიკროების...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი