სანამდე არმაზს..
სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები, და მათ ყმუილზე იბზარება ძველი ქვიტკირი, ოპტიმალური ვარიანტი ჩემი ცხოვრების - მხოლოდ სიკვდილი! ვიმეორებ: მისთვის სიკვდილი! ავარდა კვამლი ღრუბლის ცისფერ სამრეცხაოებს! ღარიბი დედა ჯაფას უძლებს ბალღის ტიტინით… და ერთადერთი მართალი გზა ბიჭის ცხოვრების - მისთვის სიცოცხლე! ვიმეორებ: მისთვის სიკვდილი! ქართლის ტყეებში ძველებურად კრიფე მოცხარი! კვლავ შეახიე ველურ ეკალს ბლუზა სატინის! იცოცხლე ასე! ოღონდ სანამ გქვია ცოცხალი, ერთი აზრი აქვს შენს სიცოცხლეს: მისთვის სიკვდილი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი