სული მეომრის..
(ეკლესიასტეს კითხვის მერე) სული მეომრის - მარადიული ბოლავს! ამტკივდ გული, მწუხარე ფიქრის ნაძალი: მარადიული ცეცხლიც ჩაქრება ბოლოს! - დარჩება მხოლოდ მარადიული ნაცარი! ზაფხულს - ზამთარი, ნათელს - სიბნელე შეცვლის, ზარს დაიდუმებს გაუქმებული ტაძარი. მარადიულიც - ბოლოს ჩაქრება ცეცხლი! - მარადიული - დარცება მხოლოდ ნაცარი! არ გაიკვირვო - ბედის ბორბალიც შედგეს! ცრემლში დაინთქას, რაც სისხლითაა ნაწერი! მარადიული ცეცხლშიც მინავლდეს ერთ დღეს! და დაშთეს ოდენ მარადიული ნაცარი...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი