0 644

სუსტი ზომიერამდე..


სუსტი, ზომიერამდე -
უბერავდა ქარი!
სუსტი, გაგიჟებამდე -
უბერავდა ქალი!
ქარს - ზვინები უნდოდა
და ალუბლის ტოტი!
ქალს - საყვარლის ალერსი
და... მდიდარი ქმარი...

სუსტი, ზომიერამდე -
ფეთქვა ძვირფას მაჯის...
სუსტი, ზომიერამდე -
სურნელება "მაჟის”...
ლტოლვა თავბრუდამხვევი -
ქალისაკენ - ქალის!
ლტოლვა გულისამრევი -
ვაჟისაკენ ვაჟის!

ქარმა თითქმის წაიღო
მოტანილი ქარის...
ყველაფერი (გახსოვთ, ხომ?)
ძლიერ ცუდად არის!
ყველაფერი (იცით თქვენ!)
ძლიერ კარგად არის!
...რეკავს - უკანასკნელი -
დასასრულის ზარი...
კომენტარები (0)