შენ დღემუდამ ითვლი ფულს..
შენ დღემუდამ ითვლი ფულს! მე დღემუდამ ვითვლი პულსს! მაინც შურით უცქერი ტრაპეზს ჩემსას, ღარიბულს! რაც მე მიყვარს - ის შენ გძულს! რაც შენ გიყვარს - ის მე მძულს! შენ მხოლოდ ერთს - უვლი ხორცს! მე მხოლოდ ერთს - ვუვლი სულს! აი, ახლაც - მე ვთვლი პულსს! აი, ახლაც - შენ თვლი ფულს! რა ამღერებს, ვიცოდე, გალიაში შენს ბულბულს! რომ მიყურებ განაბულს, მე პულსს ვითვლი, განა ფულს! შენს მომავალს ფუტუროს ვჭვრეტ გასიგრძეგანებულს...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი