შეჩვეული ვარ შექებას..
შეჩვეული ვარ შექებას; შეჩვეული ვარ ძაგებას; შეჩვეული ვარ მოგებას; შეჩვეული ვარ წაგებას; შეჩვეული ვარ დანგრევას; შეჩვეული ვარ აგებას; გაჩენილი ვარ ტანჯვისთვის _ სამტროდ, საცემრად, საკეპად... მიჩვეული ვარ ძაგებას; მიჩვეული ვარ შექებას; მიჩვეული ვარ ლოყაზე ძვირფასი ხელის შეხებას; შაშვი რომ გალობს ცისკრისას, გალობა _ მეც შემეხება! მზე რომ ამოდის _ მგონია, მე შემხვდა, მე შემეგება... ვწერ სიხარულებს! ვწერ ტანჯვას! ვწერ საღამო ხანს! ვწერ დილით! ცხოვრების წიგნი მთავრდება, აკლია მხოლოდ წერტილი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი