გოდოს..
გოდოს გოდო, გოდოს გოდო, გოდოს გოდო გადაება, და მოუსვლელ გოდოებად იქცა საზოგადოება! ბრიყვი ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს რომ გადაება, იქცა საზოგადოება ბრიყვ და მკრეხელ ღადოებად! – წააადით! – რუსეთს დაუძახოს ნეტავ საზოგადოებამ! – ნეტავ საზოგადოება იქცეს უცებ... კატოებად! იქცეს უცებ კატოებად და ენამჭევრ ქაჯანებად! მენატრება სიმამაცის და ღირსების აჯანყება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი