0 0 831
მომესურვე ..
მომესურვე…
დაღრუბლულ ცას გავკივლე,
ცივი დღეა,
ადგილ-ადგილ თოვლს.
უმიზეზოდ, ვიცი,
ბევრჯერ გატკინე,
ყველაფერზე პატიებას
გთხოვ!
მოვყევ ჭალებს,
დაბინდულთ და გაუვალთ
და მზეების დარებია
შორს,
უმიზეზოდ,ვიცი,ბევრჯერ
გაურვე,
ყველაფერზე პატიებას
გთხოვ!
სად მივცურავ..
საით მივექანები?!-
დღეს გავივლი ცათა
მღვრიე ფონს…
ბევჯერ ცრემლით გაგინისლე
თვალები,
მაპატიე, მაპატიე,
გთხოვ.
ავბუბუნდი,ახლა ჩემი რიგია,
მზე მამძიმებს ფოთოლივით
მთრთოლს.
მაპატიე,თუმც ეს თხოვნა
დიდია,
მაგრამ მაინც დაჟინებით
გთხოვ.
ანა მამაიაშვილი - 13.12.2021