სისიხლის ძიება (თავი მეთერთმეტე)
თავის წესს არ ჰშლის ბუნება, ღამე დღეს, დღე სცვლის ღამეთა, მუხლმოკეცილნი სხდებიან შავი ნისლები მთა-ველთა; მრავალთა წყალთა იდინეს, ჩამოუარეს ვაკეთა; მრავალმა გამოთხოვების აკოცა ლამაზს ბაგეთა. ზოგი გაჩნდა და სხვა მოკვდა, საფლავს მწოლარე ვნახეთა. მტრობა, ტრფობა და სიძულე ერთურთს უგმობენ სახეთა. ის ჰრჩება მხოლოდ ქვეყანას, რაც რომ ჩვენგანმა აკეთა. ბევრჯელ გაიშრო მთამ ქედი, ბევრჯელ მოირთო თოვლითა, ბევრჯელაც ვნახე ცვრიანი, ვით შუბლს მუშაკი ოფლითა. წყალი არ მოჰშლის წყლობასა, რაც უნდა ბევრი ჰნაყოთა!.. ასლანის გული სავსეა ისევ ქიჩირის ჯავრითა. ვერცა რას ფარ-ხმალით გახდა, ვეღარც რას თავის მსჯავრითა. ბოლოს სიფლიდეს მიჰმართა, ეს-ღა იხმარა ღონედა. გაფხავებული მახვილი მოსაქნევია ღონედა. ენაზე მჭრელი არა არს, – ძველებსაც უთქვამთ სწორედა. ვაჰ, კაცნო, ბევრჯელ ბრმანი ხართ, ხშირად უღირსთა ჰმონებთა! ხშირად ქვას, უენ-პიროსა ქვეყნის შემქმნელად ჰგონებთა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი