ერთხელც იქნება, მოვკვდები
ერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გულსა დაეხვევიან გაშმაგებულნი ჭიანი, ვეღარას მიშველს ქვითინით ჩემი ლამაზი თმიანი, ტყუილად აშფოთდებიან ჩემნი წაწალნი იანი. ამაოდ ჩამოსხდებიან ციდამ ვარსკვლავნი ბარადა, ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე, მაღლით მომხტომი ჩქარადა, მოსქდება კლდისა ნაპრალი, ჩაიჭედება ჭალადა... ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ გადაქცეული მკვდარადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი