ვარსკვლავი
უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუმებულა სამყარო, შაყენებულა წყალია, ბუნების არსთა ყველათა კლდისაკე ჰრჩებათ თვალია. გადახალისდა ქვეყანა, უცხო რამ იგრძნო ძალია. „არ წავსწყმდებიო, არაო”, - ბუნებამ დაჰკრა ზარია. შავეთში გადაგდებული ადგომას ჰბედავს მკვდარია, მაცხოვრის შობა შაიტყო, შავეთის ტყდება კარია. გახარებულმა ზეცამა უხვად დაყარა ცვარია, ტყდება მონების ბორკილი, ეშმაკს დაუდგეს თვალია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი