არწივი


არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
qeti ioseliani9 წლის წინ

es iseti leqsia romelic vaja fshavelam scenaze gamotqmit warmotqva

Lilith 2 წლის წინ

ეს ლექსი სამშობლოზეა !!!

შედევრია

ალეგორიის დონე: არწივი = კეთილი/ძლიერი, ყვავი = ბოროტი/სუსტი. ეს არის ბავშვური, ორპოლუსიანი (შავ-თეთრი) ზღაპრის სქემა. აქ არ არის ნიუანსები, არ არის ნახევარტონები.არწივის ადგილას შეიძლება ჩავსვათ,სამშობლო ან ადამიანი ან რაიმე ღირებულის თუ ძლიერის სიმბოლო.ეს ხერხი გავიგეთ პოეზიაში და მოვინელეთ.აქ გენიალური არაფერია.
ვაჟას ეპოქაში პოეზიაში მეფობდა რომანტიზმი და ჰეროიკა. იმ დროს ითვლებოდა, რომ ლექსს უნდა ეყვირა, ეტირა, მუქარითა და ყვირილით ყოფილიყო სავსე, რომ მკითხველში პატრიოტული თუ ვაჟკაცური მუხტი აენთო.
აქ არის ზმნური და გრამატიკული რითმები (როცა სიტყვები ირითმება უბრალოდ იმით, რომ ერთსა და იმავე დროში ან ბრუნვაში დგანან). პოეზიის ტექნიკურ ოსტატობაში ზმნური რითმა („ებოდა / ებოდა“) ითვლება ყველაზე მარტივ, იაფფასიან და „ღარიბ“ რითმად. პოეტს არ დასჭირებია არანაირი პოეტური ძიება — ფორმა არის უმარტივესი და შაბლონური.
ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი და ემოციური არქეტიპი:
როცა ეს ლექსი დაიწერა, საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ერი იყო დაჩაგრული და „დაჭრილი“. ქართველებს სჭირდებოდათ მარტივი, პირდაპირი, იოლად დასამახსოვრებელი პლაკატი/ლოზუნგი, რომელიც ეტყოდათ: „ჩვენ ახლა დაცემულები ვართ, მაგრამ სულით არწივები ვართ და ყვავები ვერ მოგვერევიან!“

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი