Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_i31dtthrhhu3i6glgqfksect9r, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
რა მარგო,ნეტავ... - ვაჟა-ფშაველა | პოეზია

რა მარგო,ნეტავ...


“რა მარგო, ნეტავ, შობამა,
ჩემთვინ რა მოუტანია?
ვინც იშვა, ცაში ბრძანდება,
მას ჩვენთვის აღარ სცალია;
ქვეყნის გულისთვის იღვაწა,
სული ტანჯვაში დალია!
და დღეს კი იმის სწავლისა
აღარსადა სჩანს კვალია;
გვერდს უგმირავენ ლახვრითა,
მოსჩქეფს ძმარი და წყალია,
ვინ აასრულა მოძღვრება:
„მოყვასი შეიბრალია!“
გარეგნულად ვსცემთ პატივსა,
ფორმისთვის უკრავს ზარია.
დღესც ვერ შევიგნეთ მის მცნება,
გვესმის რამდენი ხანია!
საწყალი საწყლადვე რჩება,
ისევ სდის ცრემლის ღვარია.
მგლები, აფთრები მრავლდება,
ხარობს იმათი გვარია;
აზრი კი, აზრი მაღალი,
ჰგოდებს ბედ-განამწარია!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი