გიორგი სააკაძის სურათზე
ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენის ქვეყნისა - საქართველოსი. რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება: თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს, ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება? ცრემლები მაღრჩობს ვეღარას ვამბობ; კარგის დაღუპვა რად გვენატრება ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?! ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება. ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!..
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი