დევების ქორწილი
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა აქვის ქორწილი, დიდი დარბაზი ზრიალებს. მეც დამპატიჟეს, შევედი, - რა მქისე სუნი ტრიალებს?! სამ პირად ცეცხლი დაენთოთ, ზედ სამი ქვაბი შხიოდა, სტუმრების წინა ხონჩებზედ კაცის თავ - ფეხი დიოდა. უკვენას ყურეშიითა კვნესის ხმა გამოდიოდა: “ ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” - ყმა ვინმე გამოჰკიოდა. უსმელ - უჭმელად გავსძეხი, ყელშიაც ამომდიოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი