ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართ


(სიმღერა)

ერთხელ-კი ჩვენაც ვყოფილვართ
კაცნი და გულიც გვდებია:
ღრსეულ შვილთა უთელავთ
სამშობლოს მინდორ-მთებია.
ახლა-კი ჩვენი სიცოცხლე
გულზე ცეცხლ-მოსადებია!
ჰყოლია სულით მტკიცენი
მშობელს გმირები,
საიქიოდან მინათებს
მათი ნათელი პირები;
საუნჯე ჩემის გულისა,
ქართველ დედათა შვილები, -
მისხია ტანჯულს ოცნებას,
ვით მარგალიტის ღილები.
ცოცხალი მკვდრებთან ვსაუბრობ,
შევტრფი შუბლ-შეკრულს შოთასა,
თვალებს მარიდებს რადღაცა,
მებუზღუნება ცოტასა.
ვენაცვალე იმის კალამსა,
მის გმირთ ხმალთ სალტე-კოტასა,
სატრფოსთვის ხელსა ტარიელს,
ავთანდილ-ფრიდონთ ყოფასა,
ერთურთის გამტანს ჭირშია,
მათ გამტკიცებულს ძმობასა.
იქა ვარ, იქა, მკვდარშია,
ამ ქვეყნად ვცხოვრობ ძალადა,
ცოცხალი, მკვდრებში მცხოვრები,
აქ არა ვღირვარ ჩალადა.
დღესნამდე ამას ვიძახდი,
ხვალაც ვიძახებ ამასა.
მკვდრები მიშაქვრენ ცოცხლების
გულში ჩანაწვეთს შხამასა.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი