ეს გაზაფხულიც მოვიდა
(სიმღერა) ეს გაზაფხულიც მოვიდა, აგერ ჩამოშრნენ მთანია, საპირიქითოდ გაიხსნენ თოვლით შაკრულნი გზანია. აღელვებულა არაგვი, ფშავ-ხევსურეთის წყალია, მოხუის, მთა-კლდეთ შასტირის, როგორც ძმის კუბოს ქალია. იაც რომ ამოჩენილა, ბრიყვის ჩადუნას რძალია, ეკლებში თავსა მიმალავს, ბუნების ეშხით მთვრალია. სუყველა დამშვენებულა, მაღა ცა, დაბლა ბარია. მარტო ეს გული საწყალი წინანდებულად მკვდარია.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი