კაფია
(ვუძღვნი შიო მღვიმელს) მცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა, - მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავშვებს ბავშვურად ჰანგები გულზე მწდომია, ტრფიალი ბუნებისადმი, მამა-პაპური ომია. ბავშვთ გულის მესაიდუმლევ, ჰშრომობ მღვიმეში ჩუმადა, ბავშვების ჭირი და ლხენა გულს მიგაჩნია წყლულადა. მე როდი მომეწონება სიტყვა ნათქვამი უმადა, ამიტომ გკოცნი პირშია, გადმოგეხვევი ძმურადა!