ნუმცა მსმენია სიკვდილი
(სიმღერა) ნუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს - ფრინველთა შორისა. რა ლამაზია დილითა, მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა! ნუმც წაუხდება მშრომელსა წმინდა ნაღვაწი შრომისა! დამლახვრელია გულ-მკერდის ცხელი ცრემლები ობლისა. უჩირქო, მეტად წმინდაა შვილზე ტირილი მშობლისა, ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძს ხმების აკინძვა მწყობრისა, და გულის მკვლელი სიტყვები ენა-წყლიანის მთხრობლისა. ტურფაა ახალგაზრდობა, ზათქი ვნებათა თრთოლვისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი