როგორ საშინლად ბნელოდა
(სიმღერა) როგორ საშინლად ბნელოდა, როგორ ძალიან ელავდა, სასაფლაოზე ატეხილს შამბნარს წითლადა ჰფერავდა; ცა იქცეოდა, და მიწა თავისთვის სუდარს ჰკერავდა, სამყაროს ნგრევას ეშმაკი გახარებული ჰზვერავდა. ღამის წყვდიადში კისკისი მისი ჰზარავდა ყველასა, და კაცნიც სასო-მიხდილნი ღერთს აღარ სთხოვდნენ შველასა; შავი ღვარები ჰღარავდა იმათ სახლების კერასა, ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა, ამბობდნენ „არაფერასა“. თვალებ-დათხრილნი სტიროდენ, ან რად იწყებდენ საშველად, ვიბრძოდი იმათ საშველად, ვეღარა ვშველდი ვერასა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი