სამეფოს სიმღერა


ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე _ კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდოშია.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო!
გენაცვალე, შავთვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა, _
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი