ქალას
ქალავ, ის მიყვარს მე შენი, თავს რომ დაჰკიდებ მელადა, პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ, ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა. დრო - და - დრო გაგეღიმება გულის საკლავად, ნელადა; უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ გულის გამხდარხარ მჭრელადა. ჯერაც ატყვია ჩემს გულსა შენგნით წყლულები ჭრელადა, ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა, ვერ გაგიხდები მტერადა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი