ამას ვამჩნევ (ესსე)


ამას ვამჩნევ
ფიქრისა და მსჯელობისას სხვას მაინც მიჰბაძონ, თუ შინაარსით არა, გარეგნობით მაინც, რომ უცხო კაცი დაესწროს, ის არა თქვას: ე რა ღმერთი გამიწყრა, რა ველურს ხალხში მოვემწვდიეო.
აგერ, შორს რად გვინდა წასვლა. შევხედოთ ინგლისელებს.

დაუკვირდეთ გლადსტონს და ირლანდიის შესახებ მის აზრის მოწინააღმდეგეთ, როგორ ეპყრობიან, რა კილოთი საუბრობენ, რა საზომი და სასწორი უჭირავთ ხელში. „მართალია ამა და ამ აზრში მოტყუებულა გლადსტონი, მაგრამ მაინც დიდებული ქაციაო, მაინც დიდებაა ინგლისისაო.“ აბა კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმევინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავიდან ბოლომდე მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძაგლიგსაო.
ამას ვამჩნევ მე და გულუ მტკივა. ამ ტკივილმა ისე იმატა, რომ თავსაც მატკიებს. ამგვარი საქციელი, ამისთანა ერთი მეორესთან დამოკიდებულება, ჩემს თავში ვერ თავსდება, გონებას მიძრწუნებს. შენ რას იტყვი, აღარ ვიცი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი