ბავშვობა (მეგობრებისადმი)
ჩაგვეღვარა ცხადში, აგვეკიდა ძილში, შორიახლო არეკლილი კონტურების შიში. გახელილი სევდით დახუჭული თვალი, მორკალული მთვარე, ჭინკას განათვალი. იმ სიწმინდის წიგნი რა ხანია გაცვდა, ერთმანეთს რომ ვკითხულობდით ასო-ასო, მარცვალ... სახელები, ფერადები, რაღამ ამოშალა... იმ ნაკვალევს მივუყვები, იმ მითოსურ შარას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი