* * *განკითხვის დღესაც ვერ ავიცილებ
განკითხვის დღესაც ვერ ავიცილებ, დავრჩი სიშორის მწარე ლექსივით, მე-ნაზამთრალი აბგის სიცივე, გაზაფხულებით ამოკემსილი. გიგონებ უხმო წუხილზე მეტად, განიძარცვება ხსოვნა სრულებით. სადღაც, მერცხლების ბუდესთან სხედან, ჯერ გაუშლელი გაზაფხულები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი