* * * მეც გავაცილე ერთი ზაფხული
მეც გავაცილე ერთი ზაფხული, ერთი ზაფხულით ნაკლები ვრჩები და ველოდები, გარდასახული, მათ, ვისაც მუდამ სჯეროდა ჩემი. მეც ჩავილიე ქლოროფილივით, მწვანე სიღრმეში ფოთოლთა ვნების და კენწეროდან მომწყდარ ტკივილით, დაშვების მუქი შეგრძნება ვხდები. ახლა სიცოცხლის ქარვისფერ სარკეს ვუმზერ ნანახი სახების ფითრად და ვფიქრობ, მეტყვი იმაზე ნაკლებს, რაც განშორებით ისედაც ითქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი