* * * ადრე თუ გვიან უმიზნოდ ტყდება


ადრე თუ გვიან უმიზნოდ ტყდება,
ბოლო ისარი ყველა მოისრის,
ადრე თუ გვიან მაინც მოისმის,
უზენაესის უთქმელი ნება.

დროის აღვირიც გიჟივით ცხარობს,
თითქოს ვიღაცას ელის ხვალისთვის,
სიბნელისათვის გათხრილი ხარო,
მხოლოდ სინათლეს იწოვს ხალისით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი