* * *ვერც გამაკვირვა ბოლო მინორმა


ვერც გამაკვირვა 
ბოლო მინორმა
(გულმა ის ღამე
რომ ვერ ათია)
შენი თითებით გადაინომრა,
ცხოვრების მთელი ქრესტომათია.

ახლა შენს სულში
ჩამდგარ მშვენებას, 
თოვლივით რაღაც შეაკრთობს ხოლმე,
თოვს და არ ვიცი,
რა ეშველება,
იმ ჩემს წარსულში
დარჩენილ თოვლებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი