* * * დამჭკნარა ხსოვნა, როგორც იელი,
დამჭკნარა ხსოვნა, როგორც იელი, გადმოგდებული ძველი ბუდიდან, მე-ბინადარი სიცარიელის, წარსულის ფხაჭუნს ვერ ავუდივარ. და უკვე ვხვდები, დაუწურია დროს დასაწური, რაღაც განგებით ... და ჩვენი პოვნა ვისაც სწყურია, მას უსათუოდ დავეკარგებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი