* * *დრომ ჩემზე უკეთ იცის და იზამს
დრომ ჩემზე უკეთ იცის და იზამს. მჭირდები, თუნდაც ნაცნობი გრიმით, როგორც ფოთლების დასიცხულ სიზმარს, ის ვითომ წვეთი ყასიდი წვიმის. ...და ჩაილევა დღეების მარში, გულში ოდესღაც ჩამოკრულ სიმად, მე თუ ვიქნები, ნეტავი, მაშინ, შენ რომ იქნები ნამდვილი წვიმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი