კოლხეთისადმი
ჟამთასრბოლას თავი ანდე (ჩემი სისხლი დალიონო) რა იქნება, მიმწუხრამდე ერთხელ გაიალიონო. იმ ღვთიური ისხარიდან თუ მოწვეთავს რამე კიდევ, შენი სისხლის მისხალი ვარ, შენი მისხლის გადამკიდე. აღარც მყავდი ნანახი და სო ოდინე სქანი კვალი, გუბაზ მეფის ფაფახი და მოდუდუნე ხობისწყალი. გმირთა გამო, ცოტნეს გამო, ხომ გადურჩი ამდენ ვარამს, სქან დაჩხირი მონტუ ჰამო, სქან კირიბეფ ეკმოღვარანს. მოთქრიალე წვიმა გაწვიმს, ნარღი გიღუ წანაშ მეტი, არ დაკარგავს ოქროს საწმისს, სქანი მაფა აიეტი. იმ დამტვრეულ გზების შფოთი, გულში რჩება ნატეხივით და გუგუნებს: "არა", "ჰო"-თი, ისტორიის ქარტეხილი. 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი