* * * ვკრიფე თუ ვკაფე ეკალ-ხნარცვები,
ვკრიფე თუ ვკაფე ეკალ-ხნარცვები, ვთოხნე თუ ვწალდე საყანე ბოღმის, ადრე თუ გვიან განვიძარცვები, იმ ჩემი წილი ლენცოფის მოღვრით. ადრე თუ გვიან, ნაცნობი გეშით და ჩამომტყდარი ფრთების სავსავით, როგორც სიკვდილი, შემოხვალ ჩემში, მთავარი სულის ამოსვლასავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი