* * *უდროო დრო და უხავსო ხავსი
უდროო დრო და უხავსო ხავსი, ჟამიდან ჟამზე რომ ეჭიდები, რაც იყო ნაღდი, ფუჭი თუ ნავსი, რაც კაცს ავსებდა ტანჯვით, დიდებით. მორჩა, დამთავრდა! ზღვარი დაედო! მოჟონავს შენგან უფერო ფერი, სიშორის გამმა, ნოტი საერთო, დროდადრო ჩვენში სიშორეს მღერის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი