* * *სხვა დროს სხვაგვარად ვუგალობ
სხვა დროს სხვაგვარად ვუგალობ. დროა მარცხის თუ შეტევის, მე დავიღალე უბრალოდ, ამდენი თავგამატებით. ვბურთაობ გამცვდარ ბუცებით (აბა, როგორ არ ვღელავდე) და თამაშგარედ ვუქცერი ამ უკანასკნელ პენალტებს. ღირდა?! არც ღირდა, ბატონო, მწვრთნელთან ამდენი მედავა, დროა თამაში დავტოვო, გაბედულ- გაუბედავად. რომ ვუგეშო და ვუგანო, მას რაც, დრომ გამოიმეტა, მერე ვიცოცხლო უბრალოდ, კეთილი მსაჯის იმედად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი