* * *ქრონიკულ მარტოობამდე მისასვლელ ბილიკებს
ქრონიკულ მარტოობამდე მისასვლელ ბილიკებს, შენ თუ გაჰყვები- ბოლო ღამის ბოლო ზღაპარი და მითოსივით მერამდენედ ამოიხსნები, მითების ქოროც მაცილივით ჩაიქილიკებს და გულის ძარღვიდან მიუსაფარი, გადმოიღვრება დავიწყების ფერადი გენი. ზეცას ავყურებ და ფეხქვეშ მიწის გაბმული ჟრჟოლაღა მაკრთობს, უმთვარო ლექსისთვის მთვარის რითმა აღარა მაქვს შემონახული და ყანობირზე ამოვარვარებულ მნათობს, შევყურებთ მე და უშენობის ჩუმი ზაფხული. მთვარის კალთაზე იღვენთები, ზაფხულთან ერთად და დავიწყება გულივით ფეთქავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი