* * *შენ მოცეკვავის ნაცნობი ვნებით
შენ მოცეკვავის ნაცნობი ვნებით, დღეების ფერხულს ერთურთში ნასკვავ, მე ველოდები (ელოდნენ სხვებიც) იმ ბოლო სიტყვას და ბოლო დასკვნას. ძნელია დათმო ის ბოლო ბინა, როცა ცხოვრება გულდაგულ გვკორტნის, რომ გიყვებოდი გუშინ თუ წინათ, იმ სიყვარულის ერთადერთ მოტივს. ვით აღტაცება შეფოთლილ ვარჯის, როგორც სიცოცხლე უმხურვალესი, ჩემთან თუ არა, ლექსში ხომ დარჩი, ცხელი სტროფების ცხელი ალერსით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი