* * *მიდიხარ...ხვალე მიემგზავრები


(მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება)- გალაკტიონი

მიდიხარ...ხვალე მიემგზავრები,
იხსნება ხსოვნის ფერადი ფარჩა,
ჩამოქცეული ბედის ყავრები,
მოგონებათა წვიმაში დარჩა.

ვით ბროწეულის წითელი ხსოვნა,
გაიხლიჩება ორად წარსული,
რომ თვით სიშორე-სიკვდილის თხოვნა,
მალამოდ იქცეს, გულზე წასმული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი