* * * დავამთავრდები, ასე, ყველაფერს,


დავამთავრდები, ასე, ყველაფერს,
მარცხსა და ტკივილს, ნანახს და განცდილს,
ყველაზე მეტად მაშინ ღელავენ,
როცა ცხოვრება, უბრალოდ, აცდით.

დრო კი იმ ხსოვნის მარაოს გაშლის,
ფერმიმქრალსა თუ ჯერაც ვნებიანს,
ყველაზე მეტად კვდებიან მაშინ,
როცა არ სურთ და მაინც რჩებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი