20


დიდი ხნის სევდას, დიდი ხნის წუხილს,
ათასში ერთხელ გვიშუშებს ღმერთი,
ძალიან გვიან მთავრდება მწუხრი
და ხსოვნის ნაკადს გულგრილად ერთვის.

"და რასაც დიდხანს კვალში ვედექი",
დავრჩი იმაზე საოცრად ცოტა,
ხოლო წარსულის ოცი შედეგი,
თავად ირეკლავს ოცივე ცოდვას.

ახლა, აღმართი როცა იწყება,
როგორც ის განცდა ბოლო ქარ-წვიმის,
ვიღაც მიმეტებს დასავიწყებლად,
გამეტებისთვის რომ დავავიწყდი.

6.ნოემბერი. 2016წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი