* * * დრომ წებოსავით შეიშრო წუთი,
დრომ წებოსავით შეიშრო წუთი, ამოშრა ღელვის ბოლო ფიალა, როგორც არასდროს, არაფრად უღირს, რა მჭირს ოდნავ და რა მჭირს მთლიანად. და მეც ვიწყები, ისევ, თავიდან, დღეები ერთურთს ეკრობა მიჯრით. როგორც ტკივილი, დასაბამიდან, ქორონიკონით, ჟამნით და ჰიჯრით. ეს დღე არ მაძლევს ახალს არაფერს, არც ჩემს თავს ვაძლევ არაფრის ნებას, ასეა, როცა აღებ დარაბებს, დარაბებს მიღმა ზამთარი გხვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი