ჩემი უკვდავი მდინარე


ჩემი მდინარის ძალა გადმომაქვს
ამ სურათიდან რეალობაში
გადმომაქვს გრძნობა
სიყვარულისა,
ეჭვისა 
რომელიც მუდამ კრთის სულ ვარსკვლავივით 
ყველაზე მეტად ;
გრგვინავს მთაში და ქვემოთ მორბიან
მთების ძალებს რომ უტოლდებიან
მუდამ ანგრევენ დიდ ლოდებს მთაში

მიწისძვრას ფიქრობ 
გრგვინის მიზეზად
მაგრამ იცოდე ამირანია 
ყაზბეგის ქვაბში.
მდინარეს უხმობს ძმად 
მეგობარად
იქნება გაჭრას მძიმე ბორკილი.
ასე ისინი




მარად მრავალგზის
 ჭრიან მიწის პირს
ბორკილთან ახლოს ;
ჩემო მდინარევ იარე მარად
ხშირად გეძახი ამოდი,ამო.
თუმც ახლოს იყონ
არ ლამობს წყვეტას 
ერთი ნაჭდევი დაუსაბამო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 თვის წინ

magariaaa

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი