გალაკტიონს


აღსდექ, მეფეო,გაზაფხულია,
ააჟღრიალე ზღაპრული ქნარი,
და იღიღინე ნაცნობი ფრაზა-
„ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი.“

ისევ აყვავდა ატმის ყვავილი,
ამწვანებულან გურიის მთები,
ქარი ქრის, ქარმა წამოუქროლა
და ოცნებები წაფერფლა შენი.

ისევ შესძახე: „განახლდა გული“,
რომ კვლას სწყურია სიცოცხლე თვალებს,
ისევ დაჰნათის  მოხუცის საფლავს,
ისევ ნაზია მთაწმინდის მთვარე.

სილაში ვარდი აყვავებულა,
მეფეო, თქვი რამ, შენ გისმენს ერი...
ლურჯა ცხენების ჭენებას მიჰყე,
რომ ეგებ სადმე იპოვო მერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი