მძივები


შორია  გურჯისტანამდე,
გურჯისტანამდე  შორია,
მამა–პაპეულ  სიტყვებზე
დროის  ფიფქს  დაუთოვია.
დედა – ,,ტიფლისის“ სახება,
მიწა – თამარის  ნალოცი,
ისეთი აღარ დახვდებათ
შვილებს შაჰისგან წარხოცილთ.
ტკბილი სააკვნო სიტყვები
ქცეულან არქაიზმებად,
საქართველოდან შორეთში
ქართველი ,,გურჯად“ იზრდება!
გურჯისტანელნი კი არა,
ჰქვიათ ტანჯული შვილები,
ჩვენი პატარა სამშობლოს
შორს განეული მძივები.

2009 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი