მოხუცს


„ყველას უნდა სიბერემდე მისვლა, სიბერე კი –არავის“

გაოცებაც კი ვერ მოასწარი
ისე გაფრინდნენ წლები ცელქობის,
შენ დანაოჭდი და შეუცვლელი
ისევ მწვანეა ძველი ბექობი.
შემოდგომის მზე სწვევია ჭალებს,
შემოგიღიმიან ეზოს ხეები,
მათ შეეზარდე,ძალიან გიკვირს,
რომ დაუძლურდა ნორჩი ხელები.
ფიქრებში ფურცლავ გარდსულ დღეებს,
ისევ გწყურია ხტომა, ნავარდი,
შენ ახლა მიხვდი,წლების მიწურულს –
ახალგაზრდობა იყო შარბათი.
ახლა ჩუმ სევდას გულში ინახავ,
ვით გეკადრება მოხუცს იტირო...
არავინ იცის,როგორ გწყურია,
რომ ძველ სარკეში ბავშვი იხილო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი