ციტატები


ადამიანთან ყოფნის ბედნიერება იზომება არა იმით, როგორ ხარ მის გვერდით, არამედ როგორ ხარ მის გარეშე.

...

ინდივიდუალიზმი უკანასკნელი ექსპერიმენტია, ჩემს ცხოვრებაში.

...

ის დაიტანჯება, ვინც შეყვარებას დაასწრებს.

...

ნებისმიერ ჩვენგანს ამშვიდებს სიტყვები: "- მეც შენს მსგავსად ვიყავი, გამიარა." მაგრამ უბედურებაში ჩავარდნილთაგან არავის სჯერა ამ სიტყვების.

...

იმას კი აღარ დარჩა აზრი ბოლოს, თუ ვის ვძულდი, არამედ ახლა მხოლოდ მათზე ფიქრს ვიწყებდი, ვისაც ვუყვარდი. ამრიგად, მე აღარავის შევძულდებოდი.

...

ადამიანის შოვნა მით უფრო ჭირს, რაც უფრო მარტივია იგი.

...

ხოლო სიყვარული არაფერია, უსიყვარულობის გარეშე.

...

ვისაც შენი ხორცი უნდა - მიეცი.
ვისაც შენი სული უნდა - თვითონ აიღოს.

...

ორიდან ერთს უფრო მეტად უყვარს.

...

ნებისმიერი რაღაც პატარა მსხვერპლს მაინც უეჭველად მოგთხოვს.

...

მე სიტყვებს მიღმა ვგრძნობ ყურადღებასა და დაფასებას, რომელიც სიტყვაზე მნიშვნელოვანია.

...

ყველაფერი უნდა შეიკავო, მაგრამ ტირილი თავისუფლებაა.

...

დრო არ გაძლევს საშუალებას გადაიხადო მადლობა.

...

ყოველ დღე ითმენდე ერთსა და იმავეს, არ ნიშნავს, რომ მოთმენა შეგიძლია. ეს ერთადერთი გზაა.

...

რადგან მაშინ, როცა სიკვდილი გინდა, კარგავ სიცოცხლეს.

...

როცა ადამიანი გაგრძნობინებს, რომ დაგეხმარა, მისი დახმარება აღარ გინდება.

...

მე არ მახსენდებოდი, მაგრამ არ მავიწყდებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი