ციტატები 2


ჭკუიდან შეგშლის, ისეთი ლამაზია, მონატრებული ადამიანი.

...

ნუ მისტირი ადამიანს, რომელსაც არ უყვარდი. იბედნიერე, შენ ხომ სიყალბეს დაეხსენი.

...

გარდაუვალია, როცა მომავალს წარსულზე გაცვლი.

...

მტკივნეულია, იყო კეთილი.

...

გაუნათლებელ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია. ის მხოლოდ ადამიანთან ყოფნის მძაფრ სურვილს უწოდებს სიყვარულს. როცა ჩვენში ყველა სიყვარულს ისწავლის, მით უფრო მიხვდება - წარსულში დარჩენილია სიყალბე.

...

არ შეიძლება კოცნიდე თვალებგახელილი.

...

გიყვარს, მაგრამ გერიდება.

...

თუ ადამიანზე კარგს ლაპარაკობ, ტყუილსაც რომ ამბობდე, მაინც მართალი ხარ.

...

ის ნახავს დღის ცხოვრებას, ვინც ამ ღამეს გაათენებს.

...

რას უნდა ნიშნავდეს მხიარულება მაშინ, როცა გული სავსეა სევდით? ნიშნავს ბრძოლას - არავისთან. უჩაფხუტოდ, უიარაღოდ.

...

იცოდე მასზე ყველაფერი მაშინ, როცა თვითონ არაფერი მოუყოლია.

...

ბოლომდე იმასაც ვერ გაიგებ, უნდოდა თუ არა, რომ შენთვის გული ეტკინა.

...

ვინ იცის, როგორ ძალიან გვინდა ის, რაზეც უარს ვამბობთ.

...

დააგდე შუა ქუჩაში ერთ ლარიანი. შეუძლებელია, ვინმემ არ იპოვნოს.

...

მე ვფიქრობ, მიზეზის გარეშე სიყვარული ყველაზე მართალი სიყვარულია ამ ქვეყნად.

...

დაჯდებოდი საჭესთან, შეავსებდი ბენზინის ავზს ბოლომდე და გაყვებოდი გზას. გზას ინსტიქტების.

...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....7 წლის წინ

უმაგრესია უმააააგრესო

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი