კინოთეატრზედ
მე შემოგთავაზე, რომ შევსულიყავით კინოთეატრში. შიგ შევედით. ისე ცხელოდა, ისე ცოტა იყო ჰაერი, ეკრანზე აჩვენეს თუ როგორ ფეთქავდა ჩემი გული იქ ისე წითელი იყო ყველაფერი, ისე გამწვანდა. და პირველხმაც გაისმა: "შოთა! შოთა!" ისე გამწვანდა ყოველივე. მე ვგრძნობდი, თუ როგორ მოძრაობდა სისხლი ძარღვებში, მახსენდებოდა ერთი ღერი სიგარეტი ერთი კოლოფიდან, ისე ცხელოდა, ისე უჰაეროდ. მე შემოგთავაზე, რომ შევსულიყავით კინოთეატრში, ჩვენ შინ დავბრუნდით და თქვი, რომ სანახაობას არა უშავდა რა, მე შემოგთავაზე, რომ შევსულიყავით კინოთეატრში, ჩვენ შინ დავბრუნდით და თქვი, რომ მე კინოში დაგპატიჟე, სანახაობსას არა უშავდა რა... აჰ, სახლში დაბრუნებაც ვერ მოვასწარი, რომ არ მომნატრდებოდი, ისე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი